ახალი ამბები
ბადეებით ჩამოფარებული სახლები ტურისტულ გზის გასწვრივ (PHOTO)
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, სახელმწიფოს კუთვნილ ძველ შენობებს, ბადეები უკვე ჩამოაფარეს. ამის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

მერიის გადაწყვეტილებით, უსახური შენობები ტურისტებისთვის არ არის მიმზიდველი. ანალოგიური სახის ღონისძიებებს ქარელისა და გორის მერებიც განახორციელებენ.

,,ჩვენმა მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო ამ ღონისძიებების გატარება. სოფელ ახალქალაქში უკვე ჩამოვაფარეთ უსახურ შენობებს ბადეები," - აცხადებს კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ბადეებს ჩამოაფარებენ სოფელ უფლისციხეში საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის შენობებს, ხოლო ქარელის რაიონში - რუისის კულტურის სახლს. რუისის კულტურის სახლი ავტობაის გასწვრივ მდებარეობს.

უსახურ შენობებზე ბადეების ჩამოფარების გადაწყვეტილება შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელსაც გუბერნატორი ხელმძღვანელობს.



გიორგი წერეთელი ამბობს, რომ სოფელ ახალქალაქში ბადეები სამ სახლს ჩამოაფარეს - გამგეობის ყოფილ შენობას, კულტურის სახლს და საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებულ ,,ინვალიდების სახლს"




სოფელ ახალქალაქთან ტურისტული გზა გადის რკონისკენ, ერთაწმინდასკენ, გოსტიბესკენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები