ახალი ამბები
ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი მსვლელობიდან ერთი დღით მოიხსნება
12 აპრილს ხაშური-ზესტაფონის (#6446/6445 და 6448/6447) საგარეუბნო მატარებლები ორივე მიმართულებით მსვლელობიდან მოიხსნება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ამის მიზეზი, ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე მიმდინარე, ახალი ლიანდაგის გადართვითი სამუშაოებია. ხარაგაული-ძირულას ორკილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე, ხისას, რკინა-ბეტონის შპალები ჩაანაცვლებს. სალიანდაგო დეპარტამენტი სამუშაოებს, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ახორციელებს.

2018 წლის 12 აპრილს, სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოყოფილი 8 საათიანი „ფანჯრის“ გამო, მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი, ორჯგუფიანი მატარებელი #12/11(18/17) ორივე მიმართულებით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები