ახალი ამბები
იმიტირებულ პროცესზე ადვოკატებმა პროკურორებს მოუგეს
გორის რაიონულ სასამართლოში ,,იმიტირებული სასამართლოს პროცესი“-ს ფინალური შეხვედრა გაიმართა. პროექტში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდები იღებდნენ.

,,იმიტირებულ სასამართლო პროცესზე განხილული იყო ახალგაზრდების მიერ კონკრეტული ქეისი. იმიტირებულ სხდომას შეჯიბრის სახე ქონდა, დაცვა ბრალმდებლის წინააღმდეგ. მიუხედავად ბრალმდებელთა დიდი უპირატესობისა შეხვედრა მოიგო დაცვის მხარემ." - გვითხრეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.

მოსამართლის როლში იურისტთა ასოციაციის სპეციალისტი რეზო რევაზიშვილი გამოვიდა. ხოლო პროკურორისა და ბრალმდებლის როლში - ახალგაზრდები.

ახალგაზრდები მონაწილეობის სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დასაჩუქრდნენ.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (გორის ოფისის) ჩართულობით და გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები