ახალი ამბები
გორის სპორტსკოლაში გრან პრიზე გამარჯვებულ ძიუდოისტებს ხვდებიან
გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლაში გორელ სპორტსმენებს ხვდებიან, რომლებმაც თბილისის გრან პრიზე წარმატებით იასპარეზეს.

შეხვედრას სახელოვანი ფალავნები, მწვრთნელები, უმცროსი ასაკის სპორტსმენები, გორის მუნიციპალიტეტის და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი ძიუდოისტებს გამარჯვება ულოცავენ.

თბილისის გრან პრიზე ძიუდოში, რომელშიც მსოფლიოს 38 ქვეყნის 300-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა, 7 გორელი სპორტსმენი გამოდიოდა. მათგან ხუთი სხვადასხვა სინჯის მედლის მფლობელი გახდა.

ოქროს მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ვერცხლის მედალი გიორგი პაპუნაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი, თემურ ნოზაძემ და ნუგზარ ტატალაშვილმა დაისაკუთრეს.

ყველა მედალოსანი გორელი ძიუდოისტი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები