ახალი ამბები
კასპში ხანდაზმულებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს სააღდგომო საჩუქრები გადასცეს
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სააღდგომოდ 397 სასურსათო - სასაჩუქრე პაკეტი შეიძინა და სოციალურად დაუცველებს, დევნილებს და ხანდაზმულებს დაურიგა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პაკეტები მიიღეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა და სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, ასევე, ასი და ას წელს გადაცილებულ ხანდაზმულმა მოქალაქეებმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. სასაჩუქრე პაკეტი მოიცავს პასკას, კვერცხს, ქათამს, ზეთს, შაქარს, ნამცხვარს და ტკბილეულს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები