ახალი ამბები
ახალგორის საბავშვო ბაღის ბავშვები პიატიგორსკის ზოოპარკში წაიყვანეს
ახალგორის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ზოოპარკის დასათვალიერებლად, რუსეთში, პიატიგორსკში წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საბავშვო ბაღის დირექტორის ცნობით, ბავშვებს საჩუქარი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მმართველი პარტიის, ,,ერთიანმა ოსეთის" ლიდერმა, პეტრე გასიევმა გაუკეთა.

ოკუპირებულ ახალგორის საბავშვო ბაღში, რომელიც ერთადერთია მთელ რაიონში, 40-მდე აღსაზრდელი დადის, მათ შორის, რუსეთის სამხედროების ოჯახების შვილები. პიატიგორსკი სტავროპოლის მხარეში მდებარეობს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები