ახალი ამბები
მანქანების კოლონა წინაპრების საფლავებისკენ - ახალგორის რაიონი (PHOTO)
ახალგორის რაიონში, დღეს, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიიდან უამრავი ადამიანი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად წავიდა.

ამის გამო, გზებზე მანქანების გრძელი რიგია. გამშვებ პუნქტთან, სადაც რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლები დგანან და, მათთან ერთად, საბუთებს დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის წევრები ამოწმებენ, ვითარება ასე გამოიყურება.

ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამოუგზავნეს.

ახალგორის რაიონში ეგრეთ წოდებული საბაჟო პუნქტი მოქმედებს და ცხინვალში "რაზდახანის საბაჟოს" უწოდებენ. აქ განბაჟებას 50 კილოგრამზე მეტი ოდენობის ტვირთი ექვემდებარება. საქართველოს ხელისუფლება ამ ,,საბაჟო" პუნქტს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი არსებობა უკანონოა.

,,რაზდახანთან" ჯერ კიდევ მოქმედებს დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გაცემული მოწმობები, რომლის საშუალებითაც, დევნილებს ახალგორის რაიონში შესვლა შეუძლიათ.

მიუხედავად ამისა, საფლავების მონახულების უფლება დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, ასევე, ფრონეს ხეობისდან დევნილებს კვლავ არა აქვთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები