ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში პოლიციაა მობილიზებული
ქალაქ გორში, სადგურის დასახლებაში პოლიციაა მობილიზებული. კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების დასახმარებლად საპატრულო ეკიპაჟის წევრებიც მივიდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანის დაკავება სცადეს. სადგურის დასახლებაში გვითხრეს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ორ ახალგაზრდას შეურაცხყოფა მიაყენეს.

,,ორი ბიჭი ამ სკვერში იდგა თავისთვის, ცოტა ნასვამები იყვნენ, მივიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და უთხრეს: ,,გაა...ით აქედანო", აი, ამას მოჰყვა ეს ყველაფერი," - გვითხრეს სადგურის დასახლებაში.

სიტუაცია თავდაპირველად განიმუხტა, თუმცა შემდეგ კვლავ გამწვავდა, როდესაც დაკავებები დაიწყო.

იხ. გაგრძელება:

პოლიციასთან დაპირისპირების გამო გორში 9 პირი დააკავეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები