ახალი ამბები
სურამთან, ხაშურთან და მცხეთასთან შექმნილ საცობების თაობაზე შსს განცხადებას ავრცელებს
პატრულის თანამშრომლები ავტობანზე შექმნილი საცობების განსატვირთად გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრავი საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია: თბილის-სენაკი-ლესელიძის 27-ე კილომეტრეზე (აღნიშნულ მონაკვეთზე სტეფანწმინდიდან და დასაველთ საქართველოდან მომავალი ნაკადები ერთამენეთს უერთდება; თბილისი-სენაკი-ლესელიძის 135-დან 130-ე კილომეტრამტე (კერძოდ, ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან). ასევე შეფერხებულია მოძრაობა კახეთიდან თბილისის მიმართულებით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები" - ნათქვამია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები