ახალი ამბები
გუბერნატორისა და მინისტრის დავალებით გორის სოფლებში 4 გამოკითხვა ჩატარდა
გორის მერიის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლებმა, ბოლო 5 თვეში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ოთხი გამოკითხვა ჩაატარეს. ამ სამსახურს “მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებას” უწოდებენ.

განყოფილების ხელმძღვანელის ცნობით, პირველი გამოკითხვა მიმდინარე წლის იანვრის პირველ ნახევარში ჩატარდა. ,,სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული დავალების საფუძველზე, ამ გამოკითხვის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ ფინანსურად გაჭირვებული ადამიანების შესახებ, ვისაც აქვს სურვილი დასაქმდეს, სამუშაოს გამოჩენის შემთხვევაში." - აღნიშნავს განყოფილების უფროსი.

მეორე გამოკითხვა ჩატარდა მიმდინარე წლის იანვრის მეორე ნახევარში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე გამოიკითხა მოსახლეობა ჰქონდათ, თუ არა მათ სურვილი, ემუშავათ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებში.

შემდეგი გამოკითხვა შეეხებოდა საერთოდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უმუშევარ ადამიანთა რაოდენობის დადგენას, ეს გამოკითხვა ჩატარებულია ნაწილობრივ და ამ ეტაპზე შეჩერებულია, ხოლო რაც შეეხება მეოთხე გამოკითხვას, ეს არის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული დავალება და მისი მიზანია საჭირო ინფორმაციის შეგროვება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შესადგენად. ეს არის საკმაოდ შრომატევადი საქმე და გამოკითხვის პროცესი დღესაც მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები