ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში ყოფილი რექტორის გედევან ხელაიას 90-წლის იუბილე აღნიშნეს
დღეს, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ყოფილ რექტორს, გედევან (გედეონ) ხელაიას 90-წლის იუბილე მიულოცეს. მას სპეციალური შეხვედრა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მოუწყეს.

გედევან ხელაია უნივერსიტეტს 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მის პერიოდში პედაგოგიურ უნივერსიტეტს მიენიჭა ეკონომიური უნივერსიტეტის, შემდეგ კი, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

დაიბადა 1927 წელს ფოთში და 1944 წელს დაამთავრა ფოთის #1 საშუალო სკოლა.

1965-72 წწ - იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

1987-1990 წწ - იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე

1989 წლიდან 2005 წლამდე - გორის ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი და ამ ინსტიტუტისთვის უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების ორგანიზატორი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები