ახალი ამბები
“Stadler Kiss”-ის მატარებლებში ,,ვენდინგ აპარატებს" დადგამენ
„საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილ“Stadler Kiss” მატარებლებში ,,ვენდინგ აპარატებს" დადგამენ. რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, ეს იქნება ვაგონ-რესტორანის, ბარი ან კვების სხვა ალტერნატიული საშუალება.

მატარებლები, ესპანური კომპანია Azkoyen-ის მიერ წარმოებული ვენდინგ აპარატებით, სავარაუდოდ, ზაფხულიდან უკვე იქნება უზრუნველყოფილი.

,,ვინაიდან GRS ტიპის მატარებელს (“Stadler Kiss”), რომელიც მოძრაობს შავის ზღვის მიმართულებით, პირველი გაჩერება აქვს 4 საათის შემდეგ, მარტივი დასასაბუთებელია, რომ აუცილებელია მგზავრთა კვებითა და გამაგრილებელი სასმელებით უზრუნველყოფა. GRS ტიპის მატარებლების მწარმოებელ კომპანიასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ “Stadler Kiss” ტიპის მატარებლების ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, მასში შესაძლოა განთავსდეს Azkoyen-ის მიერ წარმოებული ვენდინგ აპარატები"  - აცხადებენ რკინიგზის ადმინისტრაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები