ახალი ამბები
გორში მაღაზია გაქურდეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 14-წლამდე ასაკის მოზარდი დააკავეს, რომელსაც მაღაზიის გატეხვა და ქურდობა ედება ბრალად.

ფაქტი წუხელ გვიან ღამით მოხდა. დანაშაულის ჩამდენი პირი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. კადრების მიხედვით, არასრულწლოვანი კამერას აზიანებს და შემდეგ მაღაზიაში შედის. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა კადრებზე დაფიქსირებული პიროვნება ამოიცნეს.

მაღაზია წერეთლის გამზირზე მდებარეობს. მის თანამშრომელს დღეს ოთახი არეული დახვდა. გადმოყრილია ტანსაცმელი. ზარალის ოდენობას საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აზუსტებენ.

მაღაზიის თანამშრომლის განცხადებით, წაღებულია სავარაუდოდ ორი ჯინსის შარვალი და 30 ლარამდე თანხა. პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები