ახალი ამბები
276 საგზაო შემთხვევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის 36 ფაქტი ცხინვალში
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 9-დან 15 აპრილის ჩათვლით, ცხინვალის მილიციამ სამართალდარღვევის 312 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, ყველაზე მეტი შემთხვევა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ეხება.

მაგალითად, დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საგზაო ინსპექციამ ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 272 პირი დააჯარიმა. ამათგან, 18 პირს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაუდგინდა.

რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, 36 შემთხვევა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას უკავშირდება. საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთაგან, 4 პირი დააჯარიმეს, ხოლო 2-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები