ახალი ამბები
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება
ხვალ, 17 აპრილს, 15 საათზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაზე წეროვანის საჯარო სკოლაში გამართულ კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.

ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობა სკოლის 14 -მა მოსწავლემ მიიღო, მათგან შეირჩა 3 გამარჯვებული. ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ როგორც გამარჯვებულებს, ასევე მონაწილეებს.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ცნობით, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს, ღონისძიებას ცნობილი ქართველი მწერლები დაესწრებიან.

ჟიურის თავმჯდომარეა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ქალბატონი ნაირა ბეპიევი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები