ახალი ამბები
მოტოციკლის მძღოლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
გორის ჰოსპიტალში მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოტოციკლის მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ოპერაციის პარალელურად, ექიმები დაკვირვებას აგრძელებენ. მედიკოსებს, პაციენტის სიმძიმის ხარისხის შესახებ, საუბარი, მხოლოდ, რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ შეეძლებათ.

,,მდგომარეობა მართლაც მძიმეა. პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპზე რთულია კონკრეტულად რაიმეს თქმა. ამას რამდენიმესაათიანი დაკვირვება ჭირდება. მოტეხილობებია სახის არეში და კიდურებზე. არ არის გამორიცხული გადაყვანა თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში მოხდეს" - აცხადებენ გორის ჰოსპიტალში.

დღეს დაახლოებით 16:30 წთ, გორში, აღმაშენებლის გამზირზე, მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მოტოციკლი აღმაშენებლის გამზრიზე მოძრაობდა. ,,ტაქსი" კი, - აღმაშენებლის გამზირს კვეთდა.

გამოძიებას საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებენ.

ფოტომასალა
Print

სტატიის გამოყენების პირობები