ახალი ამბები
,,სიყვარულის ღამე" გორის რამდენიმე რესტორანში მასშტაბური ჩხუბით დასრულდა
ჩხუბით დასრულდა გორის რესტორან ,,ნიკალაში" ქეიფი, სადაც ახალგაზრდები ,,სიყვარულის დღეს" აღნიშნავდნენ. შემთხვევა, წუხელ, 15 აპრილს, გვიან საღამოს მოხდა.

პოლიციამ რესტორნიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. ჩხუბის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, თუმცა პოლიციასთან განაცხადეს, რომ არავითარ ჩხუბს ჰქონია ადგილი.

შსს-მ, შეტყობინების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით (ხულიგნობა) დაიწყო.

მასშტაბურ ჩხუბს ჰქონდა ადგილი რესტორან ,,ბერიკონშიც". მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ახალგაზრდის მიერ მეზობელი სუფრის ერთ-ერთი წევრის, გოგონას საცეკვაოდ გაწვევა გახდა. ,,ბერიკონის" ინციდენტზე პოლიციას გამოძიება არ დაუწყია.  ადმინისტრაციამ სატელეფონო ზარებსაც არ უპასუხა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები