ახალი ამბები
გორის სკოლების უფროსი მასწავლებლები ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის" შესახებ ტრენინგს გაივლიან
21 აპრილს უფროსი მასწავლებლებისათვის ტრენინგი თემაზე: ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა" ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) გორის რაიონული ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების ინიციატივითა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის დახმარებით, ტრენინგს ტრენერი გია ნოზაძე გაუძღვება.

გარდა ამისა 12-13 მაისს მასწავლებლებისთვის დაგეგმილია მორიგი ტრენინგი : ,,სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება ".

,,ინფორმაცია მიეწოდა სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის ყველა წარმომადგენელს, რომლებიც უზრუნველყოფენ მასწავლებლების ინფორმირებასა და ტრენინგის გავლის მსურველთა დარეგისტრირებას. მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად" - აცხადებს ნათია გაბროშვილი, ორგანიზაციის წარმომადგენელი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები