ახალი ამბები
გორში ,,შენების მოძრაობა" ახალ ოფისს გახსნის
დღეს ,,შენების მოძრაობის" ლიდერები გორში ახალ ოფისს გახსნიან. მოძრაობის პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ გახსნას ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილიც დაესწრება.

ახალი ოფისი წერეთლის ქუჩაზე განთავსდება. მანამდე, მას ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ფართი ეკავა. ამავე ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი საკრებულოში, სწორედ, ,,შენების მოძრაობის' სახელით შევიდა. სხვა წევრი ამ მოძრაობას საკრებულოში არ ჰყავს. ბადრი ნანეტაშვილმა საკრებულოში ფრაქცია ,,ევროპულ საქართველოს" წევრებთან ერთად ჩამოაყალიბა და ხელფასიანი თანამდებობა დაიკავა.

,,შენების მოძრაობას' გორის მერის არჩევნებზე (2017 წელს) კანდიდატურად იმ პერიოდში მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი ჰყავდა დასახელებული, რომელიც იმ პერიოდის ასევე მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარესთან, კოტე თავზარაშვილთან დამარცხდა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები