ახალი ამბები
ავარიის დროს დაშავებულ მამაკაცს თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაყვანა არ დაჭირდა
22-წლის ახალგაზრდას, რომელიც გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე ავარიის დროს დაშავდა, ოპერაციას დღეს გორის ჰოსპიტალში ჩაუტარებენ. ჰოსპიტლის ადმინისტრაციის ცნობით, პაციენტის გადაყვანა თბილისის სპეციალურ კლინიკაში აღარ გახდა საჭირო.

დილის მონაცემებით, მამაკაცი საოპერაციო განყოფილებაში უკვე შეიყვანეს. გუშინ ჩატარებული მიკროოპერაციის შემდეგ დადგინდა, რომ მოტეხილობები აღენიშნება სახის არეში და კიდურებზე. მდგომარეობას კვლავ მძიმედ ახასიათებენ.

გუშინ, 16 აპრილს, დაახლოებით 16:30 წთ, გორში, აღმაშენებლის გამზირზე, მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მოტოციკლი აღმაშენებლის გამზრიზე მოძრაობდა. ,,ტაქსი" კი, - აღმაშენებლის გამზირს კვეთდა.

გამოძიებას საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლები აწარმოებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები