ახალი ამბები
გორში ,,მაგთის" დაკეტილ ოფისში მობილური ტელეფონები დაიკარგა
ქალაქ გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე მაგთის ოფისში მობილური ტელეფონები გაქრა. დილის 9 საათზე მისულ თანამშრომლებს კარები ჩვეულებრივ გააღეს, ხოლო სამუშაოების დაწყების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ დახლზე რამდენიმე ტელეფონი არ იდო.

,,დილით ჩვეულებრივ მოვედით 9 საათზე, დავიწყეთ მუშაობა და აღმოჩნდა, რომ დახლზე ტელეფონები აკლია" - გვითხრეს ოფისის თანამშრომლებმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის177 მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვე პუნქტებით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები