ახალი ამბები
გორის ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლებმა ციფრული მარკეტინგის თემაზე ტრენინგი გაიარეს
გორის ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებმა ინოვაციური სტრატეგიების დაგეგმვის თემაზე ტრენინგი გაიარეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მერიის კულტურისა და ტურიზმინის სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, ფორუმი გუშინ 17 აპრილს გაიმართა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია უძღვებოდა. ტრენინგს ორგანიზება გაუწიეს ასევე Chemonics და Tripadvizor - ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ტურისტული დანიშნულების ადგილების ციფრული მარკეტინგის შესახებ ისაუბრეს.

,,ტრენინგზე მსმენელებისთვის საინტერესო მოხსენებები წაიკითხეს: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ქემონიქს ინტერნეშენალის დირექტორმა იბრაჰიმ ოსტამ, ქემონიქს იტერნეშენალის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტმა დამიან ქექიმ და Tripadvizor - ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონის, ტურისტული დანიშნულების მქონე ადგილების მარკეტინგის სპეციალისტმა ჩად შივერმა." - აღნიშნავს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები