ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბ ,,გორის" წევრები ჭალაში სტადიონს არემონტებენ
საფეხბურთო კლუბ ,,გორის" წარმომადგენლები ჭალის დასახლებაში მინი სტადიონს არემონტებენ. სტადიონი გასულ წელს გაკეთდა, თუმცა ჯერჯეობით დაუდგენელმა პირებმა ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.

ერთი თვის წინ მინი სტადიონები საფეხბურთო კლუბს გადაეცა, რომლებზეც მოვლა-პატრონობა და ზედამხედველობა დაეკისრა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაწყებულია წმინდაწყლის, ვერხვებისა და ჭალის დასახლებაში არსებულ სტადიონებზე. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები მოედნებისა და მათთვის განკუთვნილი შენობების სრულ რეაბილიტაციამდე.

,,აღნიშნულ მოედნებს საფეხბურთო კლუბი გამოიყენებს, გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის, დაბალი ასაკის ფეხბურთელთა გუნდების ვარჯიშების ჩასატარებლად. ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში მდებარე სტადიონების კლუბისათვის გადაცემა ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ფეხბურთით დაინტერესების გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მთელი ქალაქის მასშტაბით." - აღნიშნულია ,,გორის" განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები