ახალი ამბები
ქალაქ ხაშურში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
დღეს ქალაქ ხაშურში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. აღნიშნულ მისამართზე 4 ოჯახია რეგისტირებული.

პრეს-სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც აღვნიშნეთ საშიშროება გაუჩნდა ასევე გვერდით მყოფ ოჯახსაც, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის კერა მხოლოდ 100 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული. მთლიანი ფართობი 200 კვ.მ შეადგენს.

სავარაუდოდ, წყლის ჭავლით შედარებით დიდი ფართობი დაზიანდა. ცეცხლს სამი სახანძრო მანქანით აქრობდნენ.

დაზარალებულთა მდგომარეობას შეისწავლიან და ზარალის ოდენობას დაადგენენ, მიმართვის შემხთხვევაში, ხაშურის მერიის შესაბამისი კომისიის წევრები. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურისთვის დაზარალებულებს ჯერ არ მიუმართავთ.

ფოტო ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები