ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებისთვის ხორცის მიწოდება ერთი თვით არც ერთმა კომპანიამ ისურვა
,,არსებობს საშიშროება, რომ მაისში საბავშვო ბაღები ხორცის გარეშე დარჩეს“ - ეს განცხადება სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორმა გუშინ 19 აპრილს გააკეთა.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ცნობით, ტენდერში, რომელიც 3 აპრილს გამოცხადდა, არც ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

1 მაისიდან 31 მაისამდე საბავშვო ბაღებისთვის გათვალისწინებულია საქონლის ხორცი - სულ 3300კგ. თევზი - სულ 900კგ, ქათმის ფილე - სულ 1800კგ და ქათმის ხორცი - სულ 500კგ. ჯამურად, მათი თანხა 71 ათას ლარს აღწევს.

სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი 19 აპრილით დათარიღებულ წერილში იტყობინება, რომ საჭიროა სკოლამდელი აღზრდის მართვის ორგანომ სასურველი კომპანია თავად მოძებნოს.

ხორცის მიწოდება საბავშვო ბაღებისთვის კვირაში ერთხელ, ორშაბათ დღეს უნდა მოხდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები