ახალი ამბები
მესამე დაკავების ფაქტი აპრილში გამყოფ ხაზთან - ჯარიაშენელი ელიზბარ მესტუმრიშვილი 77-წლისაა
საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ადასტურებს, რომ 77-წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი რუსეთის სამხედროებმა დააკავეს. დაკავება სოფელ ჯარიაშენთან, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მოხდა.

სოფელ ჯარიაშენში, მესტუმრიშვილის ოჯახში გორის მერი კოტე თავზარაშვილი მივიდა და ახლობლებს შეხვდა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს 77-წლის მამაკაცის გათავისუფლებისთვის.

აპრილში, ოფიციალურად, ეს უკვე დაკავების მესამე შეთხვევაა. კერძოდ, 17 აპრილს სოფელ ფლავისმანიდან 52 წლის თამაზ ილურიძე დააკავეს, ხოლო 7 აპრილს - 69-წლის ელდარ გუნდიშვილი. ორივე მათგანი, ცხინვალის მედიის ცნობით, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, დაკავებულებს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები