ახალი ამბები
აგარის ქარხნის მუშები თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ
ორდღიანი მსვლელობის შემდეგ, აგარელები თბილისში ჩავიდნენ და აქციებს მართავენ. მოთხოვნები საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეკრების დროს წამოაყენეს. ისინი აგარის შაქრის ამუშავებას ითხოვენ, რომელიც 6 თვის წინ გაჩერდა.

აქციის მონაწილეებმა თბილისამდე ფეხით 110 კილომეტრი გაიარეს. მსვლელობისას სასწრაფო დახამრების ბრიგადის ორჯერ გამოძახება გახდა საჭირო. კიდურებს შეშუპების, არტერიული წნევის მატების და ჯანმრთელობის გაუარესების და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად თბილისამდე მიაღწიეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები