ახალი ამბები
მეჯვრისხევისა და ზერტის სკოლის მოსწავლეებმა მერიას ნერგები მოსთხოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, მეჯვრისხევისა და ზერტის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს. დაახლოებით, 70-მდე ნერგი ორ სკოლაზე განაწილდა.

აქციის ინიციატორები სკოლის პედაგოგები იყვნენ, რომლებმაც დახმარებისთვის მუნიციპალიტეტის მერს მიმართეს.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ თხოვნის საფუძველზე, მერიამ სკოლებს 20 ძირი პაულონია, 20 კატალპა, 10 სოფირა და 10 კვიპაროსი გადასცა.

აქციას ორგანიზება მერის წარმომადგენელმა მეჯვრისხევის ტერიტორიულ ერთეულში ალექსანდრე ბუჯიაშვილმა გაუწია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები