ახალი ამბები
„Art-გენის“ ფესტივალი სურამში აღარ გაიმართება
ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ფესტივალ „Art-გენის“ რეგიონული ტურნედან სურამი ამოვარდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურიდან აცნობეს.

ხაშურის საკრებულოს ცნობით, ფესტივალის ორგანიზატორებმა პირობები შეცვალეს, რაც მუნიციპალიტეტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მიმდინარე წელს, ბაიანთხევის ტყე – პარკში ფესტივალი აღარ გაიმართება.

სამაგიეროდ, „Art-გენი" 22-29 ივნისს მოივლის აჭარას, გურიას, იმერეთს და ლეჩხუმს.

ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკის ფესტივალი სურამში პირველად 2015 წელს გაიხსნა და მან 2017 წლის ჩათვლით იარსება.

ფოტოზე: ხაშურის გამგებელი და გუბერნატორი 2017 წლის ფესტივალზე, სურამში
Print

სტატიის გამოყენების პირობები