ახალი ამბები
გორის ჭალაში მერია ,,მრგვალი ბინის" გალამაზებას აპირებს
ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე მრგვალ ბინებს წელს ახალი სკვერი ექნება. ამის თაობაზე, გორის მერიამ 16 200 ლარი გამოყო.

პროექტის მიხედვით, სკვერში ტურნიკი, საქანელები, ფანჩატურები და სხვადასხვა სახის დეკორატიული ყვავილები მოეწყობა. საცხოვრებელი კორპუსი მრავალბინიანია.

გადაწყვეტილების მიხედვით, სამუშაოების 90%-ს მერია აფინანსებს, დანარჩენ 10%-ს ადგილობრივი მცხოვრებლები გაიღებენ.

ჭალის დასახლებაში მრგვალი ბინების გვერდით გასულ წელს მინი სტადიონიც გაარემონტეს, რომელიც უცნობმა პირებმა დააზიანეს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა საფეხბურთო კლუბმა ,გორმა" დაიწყო, რადგან მინი სტადიონი სარგებლობაში მათ გადაეცათ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები