ახალი ამბები
სარფის საბაჟოზე მანქანის ძრავაში ორი ცოცხალი ხბო იპოვეს
თურქეთის მედიის ცნობით, საბაჟოს თანამშრომლებმა მანქანის ძრავაში დამალული ორი ხბო იპოვეს. კადრები ადგილობრივი მედიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა.

მანქანის მძღოლს ძრავაში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი, რომლითაც მალულად ფეხშებოჭილი პირუტყვი გადაჰყავდა. ადგილობრივი პოლიცია ფაქტს ცხოველისადმი არაადამიანური მოპყრობის მუხლითაც იძიებს.

შემთხვევა დღეს მოხდა და საბაჟო სამსახურის პრეს-სამსახური იუწყება, რომ სატრანსპორტო საშუალება თურქეთში საქართველოს მხრიდან შევიდა. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები