ახალი ამბები
სოფელ ქერესთან რუსეთის სამხედროებმა 65-წლის მამაკაცი დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში, 65-წლი დავით მისირელი რუსეთის სამხედროებმა გუშინ საღამოს დააკავეს. ოჯახის წევრებს, ფაქტის შესახებ, დღეს დილით საქართველოს პოლიციის თანამშრომლებმა აცნობეს.

დაკავებულის ოჯახის წევრებს გორის მერი კოტე თავზარაშვილი შეხვდა, რომელმაც განუცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად, გათავისუფლების საქმეშია ჩართულია.

აპრილის თვეში, ეს უკვე მეხუთე ადამიანია, რომელთა დაკავების შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი. თითოეული მათგანი გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქონელს მწყემსავდა

კერძოდ, 2 აპრილს, სოფელ ჯარიაშენთან, 77-წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი დააკავეს. 17 აპრილს სოფელ ფლავისმანიდან 52 წლის თამაზ ილურიძე წაიყვანეს, 7 აპრილს - 69-წლის ელდარ გუნდიშვილი და 35 წლამდე ასაკის თემურ ყაზიევი დააკავეს. ყველა მათგანი, ცხინვალის მედიის ცნობით, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, დაკავებულებს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის წაუყენეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები