ახალი ამბები
დევნილ მოჭიდავეთა გუნდი ძიუდოში მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს
წეროვნის დასახლებაში ჩატარებულ ტურნირის დროს საუკეთესო ძიუდოისტები გამოავლინეს. ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ცხინვალის რეგიონის გაერთიანებული გუნდის სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია (ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი) ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, დასახლების სპორტულ დარბაზში ტურნირი ,,სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი - 2018" 21 აპრილს გაიმართა.

,,აღნიშნული ტურნირის მიზანია ცხინვალის რეგიონიდან საუკეთესო ძიუდოისტების გამოვლენა, რომლებიც წარდგებიან საქართველოს ჩემპიონატზე ცხინვალის რეგიონის გაერთიანებული გუნდით. შეჯიბრში დაახლოებით 150 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ასევე, მოწვეულნი იყვნენ სპორტსმენები მცხეთიდან." - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

საშუალო და მძიმეწონით კატეგორიებში გამარჯვებულთა და პრიზიორების სია ასე გამოიყურება:

2003-2005 წ.წ

50კგ

ო. ძაგანიშვილი
მ. ბეგლარიშვილი
ლ. ლოხიშვილი; ვ. პავლიაშვილი


55კგ

ნ. კობერიძე
ვ. ხაჭაპურიძე
შ. ნინაძე; ა. ჯავახიშვილი


60კგ

დ.გოდერძიშვილი
ტ. ბაქრაძე
შ. მეტრეველი; ზ. ჭულუხაძე


+60კგ

ზ.ჭულუხაძე
ბ. ძაგანიშვილი
მ. კაკილაშვილი; გ. მახარაშვილი

2002-2002წ.წ დაბადებულთა წონით კატეგორიები

55კგ

ნ. კობერიძე
გ. ტატუნაშვილი
ნ. ოდიშვილი; ნ. მიდელაშვილი


66კგ

გ. კაპანაძე
ი. სეხნიაშვილი
შ. მეტრეველი; გ. პავლიაშვილი


კატეგორია 80კგ

გ.შალიკაშვილი
დ. ლოხიშვილი
ა. მეტრეველი; გ. კაპანაძე


+81კგ

ზ. ჭულუხაძე
ზ. ღაჭაიშვილი
ტ. მიდელაშვილი; ი. თეთრაძე

Print

სტატიის გამოყენების პირობები