ახალი ამბები
გორის მე-3 სკოლაში ორი მოზარდის ჩხუბი კამერამ დააფიქსირა
გორის მესამე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს შორის მომხდარ ჩხუბს პოლიცია იძიებს. ინციდენტი თანაკლასელებს შორის დღეს მოხდა. ამის შესახებ მანდატურმა შეიტყო და პოლიცია გამოიძახა.

ინციდენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომელსაც მტკიცებულების სახით საქმეს დაერთვება.

სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი ამბობს, რომ ინციდენტი მხოლოდ ორ მოსწავლეს შორის მოხდა.

,,სათვალთვალო კამერაში ჩანს, რომ ერთი მოსწავლე თავში ურტყავს მეორეს, რასაც შემდეგ მეორე პასუხობს. ამ ფაქტს შესაბამისი უწყებები გამოიძიებს" - აცხადებს ვახტანგ სუხიტაშვილი.

სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მაინც გადაწყვიტა. თუმცა, ვიზუალური დათვალიერებით, მოსწავლეებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ჩხუბი არ ყოფილა მასშტაბური და ის მხოლოდ ორ მოსწავლეს შორის შემოიფარგლა. პოლიციამ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები