ახალი ამბები
გუბერნატორმა გორის ქუჩებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ გორში ყველა ის ქუჩა დაათვალიერა, სადაც საგზაო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მეგზურობა გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა გაუწია. 

ხელისუფლების წარმომადგენლები სამების, ნინოშვილის, თბილისის, ძმები რომელაშვილების, თოიძისა და დავითაშვილის ქუჩებზე მივიდნენ. ასევე, გაეცნენ რკინიგზის დასახლებაში მდებარე ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების სამშენებლო სამუშაოებს.

აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსებით მიმდინარეობს.

სამების ქუჩის მშენებლობისთვის გამოყოფილია 590 000 ლარი. ნინოშვილის ქუჩის სამშენებლო სამუშაოებისთის გამოყოფილია 894 773 ლარი. თბილისის ქუჩაზე იხარჯება 450 000 ლარი. რომელაშვილების ქუჩის ნაწილისთვის გათვალისწინებულია 273 766 ლარი.

რაც შეეხება რკინიგზის სადგურის დასახლებაში მდებარე ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას, პროექტისთვის გამოყოფილია 358 293 ლარი, მათთან ერთად, რემონტდება გაბაშვილის ქუჩის I და II ჩიხი, თრიალეთის ქუჩა, კეცხოველის ჩიხი, ატენის ქუჩის I და II მონაკვეთები.

მაჭუტაძის თქმით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მალე გორის მაცხოვრებლები რეაბილიტირებული გზებითა და საფეხმავლო სივრცეებით ისარგებლებლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები