ახალი ამბები
ნარჩენების სფეროში ქალთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით გორში ტრენინგი გაიმართა
ნარჩენების სფეროში ქალთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით გორში ტრენინგი გაიმართა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის, ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირები და ნარჩენების მართვის პროცესში დასაქმებული პირები; ადგილობრივი გენდერული საბჭოების წარმომადგენლები, ქალთა ორგანიზაციები, ლიდერ ჯგუფები, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, ნარჩენების წარმომქმნელი, ადგილობრივი მეწარმეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროგრამა, რომლის ერთ–ერთი მიმართულებაა, ქალთა ჩართულობის გაძლიერება ნარჩენების მართვის სექტორში, ახორციელებს CENN, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სამ რეგიონში–აჭარა, კახეთი, შიდა ქართლი და ქალაქ თბილისში.

WMTR II პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებაში და მხარს უჭერს მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები