ახალი ამბები
სოფელ ფერმაში ოჯახი სამმა ნიღბიანმა დააყაჩაღა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ერთ-ერთ ოჯახს დაესხნენ. ოჯახის წევრთა ინფორმაციით, სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში მოსახლეობა დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. თავდამსხმელები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი თანხას და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. თავდამსხმელებმა ოჯახის სამი წევრი ჯერ დააბეს, შემდეგ კი მათ დანით ჭრილობები მიაყენეს.

ოჯახის ინფორმაციით, წაღებულია 3000 ლარამდე თანხა და ოქროს ნივთები.

სამართალდამცველებმა ოჯახის ორი წევრი პოლიციის შენობაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

მომხდარზე გამოძიება სსკ 179-მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები