ახალი ამბები
,,გორი მოლში" ორი ახალგაზრდა დააკავეს
სავაჭრო ცენტრ ,,გორი მოლში" ორი ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველმა აცნობა. მისი თქმით, ახალგაზრდები კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს.

დაკავება შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე მოხდა. გორის პოლიციაში დეტალებზე არ საუბრობენ. ადასტურებენ, რომ ორი ახალგაზრდა ნამდვილად განყოფილებაში მიიყვანეს და ამ წუთებშიც იქ არიან.

რა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა დაკავება, ამ ეტაპზე, მედიასთან არ ახმაურებენ.

სავაჭრო ცენტრში რამდენიმე ათეული სექციაა. ორ სექციაში გვითხრეს, რომ მხოლოდ პოლიციის მობილიზაცია შეამჩნიეს.

შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებით, მოზარდები ერთ-ერთ ხულიგონის ფაქტზე მოწმის სტატუსით იკითხებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები