ახალი ამბები
გორში მხატვარ გულნარა ჩიტაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა
24 აპრილს, გორში, დამსახურებული პედაგოგისა და მხატვრის, გულიკო ჩიტაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელსაც სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა. გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელსაც ორგანიზება კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ გაუწია.

მხატვარს 80 წლის იუბილე მიულოცა ქალაქის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა და ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის, მადლობის სიგელი გადასცა. პერსონალური გამოფენის ინიციატორი სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი კახაბერ თოფჩიშვილია.

,,შემოქმედი გულნარა ჩიტაძე განსაკუთრებული სიფრთხილით ქმნის ნამუშევრებს, სადაც მისი შინაგანი სამყარო, ფერადი საღებავებით არის შესრულებული." - აღნიშნა კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ.

სამხატვრო სკოლაში მიმდინარეობდა შიდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ III, IV, V და VI კლასის მოსწავლეები, კონკურსის ფარგლებში ,,საუკეთესო ნამუშევარი გრაფიკასა და ფერწერაში" გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები