ახალი ამბები
გორში მდინარე მეჯუდას ხიდის მოაჯირები წყალში ჩაცვივდა
ქალაქ გორში, მდინარე მეჯუდაზე გადასასვლელ ხიდს მოაჯირები დაუზიანდა. რკინის კონსტრუქციები წყალში გადაცვივდა.

ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო. ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოგვაწოდეს და ითხოვეს, შესაბამისი სამსახურების ინფორმირება.

აღნიშნული ხიდი წმინდაწყლის დასახლების, კერძოდ, ჯორბენაძის ქუჩის მცხოვრებლებს ყოფილ აგრარული ბაზრის ტერიტორიასთან აკავშირებს.

ამ ხიდით სარგებლობენ ასევე ,,გორიგაზის" მომხმარებლები, აგრეთვე, სასამართლოსკენ მიმავალი მოქალაქეები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები