ახალი ამბები
უსახურ შენობებზე ჩამოფარებულმა ფარდებმა ტურისტული სეზონის გახსნამდეც ვერ გაძლო
ისტორიულ ციხე-ქალაქ უფლისციხის გზაზე მდებარე უსახური შენობები კვლავ გამოჩნდა. ტურისტული სეზონის გახსნამდე მასზე ჩამოფარებული ფარდები უკვე დაზიანდა.

ე.წ. ,,სამშენებლო ფარდები" 20-დღის წინ დაამაგრეს. ფარდების შესყიდვა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, კახა სამხარაძის მიერ გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა გადაწყვიტა.

კასპთან ერთად, სამშენებლო ფარდები ერთი კონკრეტული კომპანიისგან სხვა მუნიციპალიტეტებმაც, გორისა და ქარელის წარმომადგენლებმაც შეიძინეს. დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა კომპანიას, ამაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხსენებითი ბარათებით გახდება ცნობილი.

,,უსახური შენობების ფასადების სამშენებლო ფარდით დაფარვის დროებით ღონისძიებას მათ რეაბილიტაცია/დემონტაჟამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მიმართა." - აღნიშნულია გორის მერიის პრეს-სამსახურის მიერ 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

იხ. ამავე თემაზე:

 

ბადეებით ჩამოფარებული სახლები ტურისტულ გზის გასწვრივ (PHOTO)


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები