ახალი ამბები
გორის პოლიციაში 20-მდე სტუდენტი დასაკითხად მიიყვანეს
გორის შს სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლები ,,გახმაურებულ საქმეს" იძიებენ, რომლის შესახებ შს სამინისტროს პრეს-სამსახური კომენტარისგან თავს იკავებს. 20-მდე სტუდენტი ერთდროულად პოლიციის შენობაში მიიყვანეს.

დასაკითხ სტუდენტებს შორის იყვნენ როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. სავარაუდოდ, ,,გახმაურებული საქმე" ეხება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კერძოდ, გორის რესტორნებში, 15 აპრილს მომხდარ მასშტაბურ დაპირისპირებას.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ დასაკითხ პირთა სია დიდია, შესაბამისად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაციის გაცემისგან თავს შეიკავებენ. ასევე, არ ახმაურებენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 15 აპრილს, ,,სიყვარულის დღეს'' რესტორნებში: ,,ნიკალასა" და ,,ბერიკონში" ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სხვადასხვა სუფრაზე მყოფი ახალგაზრდები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები