ახალი ამბები
გორში სასმელი წყლის მიწოდება მერიის თხოვნით იყო შეწყვეტილი
დღეს, ქალაქ გორის ძირითად ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება დილის 10 საათიდან 19 საათამდე შეუწყვიტეს. ამის მიზეზი გარკვეულ უბნებზე მერიის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები გახდა. გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის თაობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ წერილობით ითხოვა.

,,გორის მერიის თხოვნით, წყლის მიწოდება შეუწყდა კოსტავას, გარსევანიშვილის, წერეთლის, ცაბაძის, ამილახვრის, რუსთაველისა და ხაშურის ქუჩებს. თამარ მეფის ქუჩაზე 31-ე და 32-ე კორპუსებს, ხოლო სტალინის ქუჩაზე რამდენი კორპუსს" - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

მოსახლეობის განცხადებით, წყლის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე, გაფრთხილება არ მიუღიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები