ახალი ამბები
ნიქოზის, ხვითისა და ერგნეთის მოსწავლეები ერთობლივი პროექტის ანგარიშით წარსდგნენ
მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი ,,წარმატების სტრატეგია“ დღეს დასრულდა. პროექტის დახურვის ღონისძიება გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოკოლაჟი და მადლობა გადაუხადეს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და პროექტის ავტორს ბადრი ციქუბაძეს პროექტის განხორციელებისთვის. ღონისძიების ბოლოს პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

,,ჩვენ სოფელში ვცხოვრობთ, სადაც ახალგაზრდებისთვის გასართობი ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ისეთი აქტივობები, სადაც რაიმე სასარგებლოს და ჩვენთვის გამოსადეგს ვისწავლით. ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ,,წარმატების სტრატეგიაში“ მონაწილეობა. აქ უამრავი რამ ვისწავლეთ, ახალი მეგობრები შევიძინეთ და საინტერესოდ გავატარეთ დრო“ - აღნიშნეს პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა.

პროექტის ბენეფიციარებად შეირჩა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლიდან (ერგნეთი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითი) 15 ახალგაზრდა. მათ პიროვნულ ზრდის მიმართულებით გაიარეს 8 ტრენინგი აზროვნების, ეკოლოგიის, პიროვნული თავისუფლების, კონფლიქტების მართვის, ლიდერობის, პროექტების წერის, დროის მენეჯმენტისა და სხვა თემებზე. ასევე განახორციელეს აქტივობები სხვადასხვა თემატიკაზე.

პროექტი განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „მომავლის ინიციატივამ“.

Print

სტატიის გამოყენების პირობები