ახალი ამბები
კომპანიები ,,კრისტალი" ,,Grant Thornton’’ და ,,Well 3’’ შიდა ქართლის გარემოს ელჩები გახდნენ
კომპანია ,,კრისტალის“ თანამშრომლებს გარკვეული ტერიტორია დასასუფთავებლად ძამას ხეობაში ერგოთ, კომპანია ,,Grant Thornton’’ - ის წევრებს კი, იგოეთიდან ქალაქ კასპშის შესასვლელამდე არსებული მონაკვეთი, ხოლო ,,Well 3’’ - ის წარმომადგენლებს სოფელ მიქელწყაროს მიმდებარე ტერიტორია შეხვდათ.

დასუფთავების კამპანიას, რომელიც 22 აპრილს, დედამიწის დღეს დაიწყო, ამ ეტაპზე რამდენიმე კომპანია შეუერთდა. მათ წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებასა და შემდგომ მონიტორინგზე პასუხისმგებლობა აიღეს. ეს ორგანიზაციები შიდა ქართლში გარემოს გულითადი ელჩები გახდნენ.

წლევანდელი წლის გზავნილია მსოფლიოს მობილიზება პლასტიკის ნარჩენების შესამცირებლად. საქართველოში, 22 აპრილს, ოფიციალურად სტარტი აიღო მასშტაბურმა გარემოსდაცვითმა კამპანიამ ,,გარემოს გულისთვის’’. კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში.

კამპანიას ახორციელებს CENN-ის WMTR II პროგრამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები