სოფელ ქვეშთან რუსეთის სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზთან, სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიაზე სერგო დარბაიძე
დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფრმაციო ცენტრს გორის
მერიიდან აცნობეს.
პრეს-სასახურის ცნობით, დაკავება გუშინ მოხდა და, სავარაუდოდ, სერგო
დარბაიძე უკვე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.
ქვეში ემიჯნება ცხინვალის რაიონის სოფელ ზემო არცევს და მას რუსეთის
სამხედროები აკონტროლებენ. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის
უშიშროების კომიტეტს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
სტატიის გამოყენების პირობები