ახალი ამბები
გორის სამხატვრო სკოლიდან სტალინის მუზეუმამდე სანიაღვრე არხს მოაწყობენ
დაახლოებით 722 ათასი ლარი დაიხარჯება სანიაღვრე არხის მოსაწყობად, რომლის განხორციელებას მერია გორის სამხატვრო სკოლიდან სტალინის სახლ-მუზეუმამდე არსებულ მონაკვეთზე აპირებს.

როგორც ცნობილია, ამჟამად, ნინოშვილისა და თბილისის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ნალექის დროს, თბილისის დამრეცი ქუჩიდან წყალი, სწორედ, სამხატვრო სკოლასთან გროვდება. გაუმართავი სანიაღვრე არხის გამო, წყალი ასევე, ნინოშვილის ქუჩის დასაწყისშიც ქმნის პრობლემას.

პროექტის მიხედვით, ტენდერში გამოვლენილმა კომპანიამ სამუშაოები 150 დღეში უნდა დაასრულოს. მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რეაბილიტირებულ თბილისის ქუჩიდან (დაღმართიდან) ჩამდინარე წყალს გასავალი ექნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები