ახალი ამბები
გორში „ჯიპ ტურისა“ და „მოლაშქრეთა კლუბის“ პრეზენტაცია გაიმართება
2018 წლის 4 მაისს 17:00 საათზე გორის ცენტრალურ მოედანზე ( სტალინის გამზირი № 16) გაიმართება ტურისტულ კლუბის „ჯიპ ტური“ და „მოლაშქრეთა კლუბის“ პრეზენტაცია.

პრეზენტაციის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები: შიდა ქართლის გუბერნატორი ბატონი აკაკი მაჭუტაძე, გუბერნიის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის წარმომადგენლები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები