ახალი ამბები
გორის პატრული უარყოფს, რომ რუსულნომრიანი მანქანების საბარგულების შემოწმება დაიწყო
დღეს რუსეთის მოქალაქემ, გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს მანქანის საბარგული გაუხსნა და დაათვალიერებინა. გორის პატრული ირწმუნება, რომ მოქალაქემ საბარგული საკუთარი ნებით გახსნა, რადგან საბუთები ჩანთაში ჰქონდა მოთავსებული.

რუსეთის მოქალაქე, საბარგულის გახსნის გამო, უკმაყოფილი იყო. ფაქტის შემსწრე მოქალაქე ამბობს, რომ საბარგულში, კრემისფერ ,,ჯიპის" მძღოლს არაფერი ჰქონდა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, ქალაქის ცენტრში მოხდა. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განმარტებით, რუსულნომრიანი მანქანების საბარგულების შემოწმების თაობაზე, ეკიპაჟის წევრებს არანაირი დავალება აქვთ მიღებული.

,,აღნიშნული მანქანის მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. საბუთები მანქანის მძღოლს საბარგულში ჰქონდა, შესაბამისად, საბარგული მოქალაქემ საკუთარი სურვილით გახსნა" - აცხადებენ შსს-ში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები