ახალი ამბები
2-8 მაისის ,,ევროპის დღეების" განრიგი გორში
გორში 2-8 მაისს ,,ევროპის დღეები" აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

კვირეულის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს , გორის რეგიონალური ოფისის უფროსის, ჰანს-ჰეინრიხ შნეიდერთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ბევრი საინტერესო ღონისძიება უკვე დაიგეგმა.

ღონისძიებების განრიგი ასეთია:

2 მაისი

• 12 საათი - ჭადრაკის ღია ტურნირი - თეატრის სკვერი
• 14 საათი - ლექცია სტუდენტებისთვის ევრორეგიონულ უნივერსიტეტში.
• 16 საათი - ,,მუსიკა ევროპიდან’’ - კლასიკური მუსიკის კონცერტი. გორის ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლა.

3 მაისი

• 15 საათი - ფილმის ჩვენება - ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი.
მის. სუხიშვილის 20.
• 17 - საათი ლიტერატურული საღამო - გორის მწერალთა სახლი.
• 19 საათი - ამხანაგური მატჩი ფეხბურთში - ჭალის ხელოვნურ საფარიანი მინი სტადიონი (ადმინისტრაციული შენობის წინ)

4 მაისი


• 13 საათი - ფრენბურთი - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
• 15 საათი - კალათბურთი - სპორტ-სკოლის კალათბურთის დარბაზი
• 17 საათი - ტურისტული კლუბი ,,ჯიპ ტური’’ და მოლაშქრეთა კლუბის პრეზენტაცია - გორის ცენტრალური მოედანი
• 19 საათი - კონცერტი - ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,გორი’’ - სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერი.

7 მაისი


• 13 საათი - მკლავჭიდი - თეატრის ბაღი
• 16 საათი - ფილმის ჩვენება - გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება მის. მშვიდობის გამზირი 12/ა
• 19 საათი - კონცერტი - მუსიკისა და ცეკვის ცენტრი ,,იბერია’’

8 მაისი

• 13 საათი - ,,ერეკლეს აბანოს’’ საგამოფენო სივრცის გახსნა, მხატვარ კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
• 16 საათი - ,,ევროპის დღეების’’ საზეიმო დახურვა. გამოფენა, საინფრმაციო შეხვედრა, ვიქტორინა და კონცერტი. გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილება მის. მშვიდობის გამზირი 12/ა
Print

სტატიის გამოყენების პირობები